ვითარება გაუმჯობესებულია პრორუსული ძალების დასუსტების მხრივ, რაც ახალი ხელისუფლების მთავარი მიღწევაა -ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 16:04 | 11.09.2018
ნანახია: 901

რორუსული ძალების დასუსტება ახალი ხელისუფლების მთავარი მიღწევაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა-2018“-ზე განაცხადა.

მისი შეფასებით, მათი გავლენა მუდმივად იკლებს.

„რაც შეეხება პრორუსულ ძალებს, რომლებიც პოლიტიკურ სისტემაში არიან წარმოდგენილნი, ასეთები გვყავს, მაგრამ მათი გავლენა მუდმივად იკლებს. 2012 წლამდე და 2012 წლიდან მცირე პერიოდის შემდგომ, პოლიტიკურ სისტემაში პრორუსული ძალების გაცილებით მაღალი გავლენა იყო და ამას შეიძლება ითქვას, კარგი მიზეზიც ჰქონდა, განსაკუთრებით, 2012 წლამდე. იმ პერიოდში, მმართველი პარტია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავს  პროევროპულ პარტიად წარმოადგენდა და ყოველდღიურად ხდებოდა წამება, ადამიანის უფლებების ხელყოფა, ბიზნესის ძარცვა.  იმ ვითარებაში, როდესაც ასეთი დასავლური პარტია მსგავს საქციელს ჩადიოდა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პროტესტი გაუჩნდა და პრორუსული სატელიტებიც გაიზარდა. ახლა, 2012 წლის შემდეგ მმართველი პარტია არის პროდასავლური და დემოკრატიული, ვითარება ასევე გაუმჯობესებულია პრორუსული ძალების დასუსტების მხრივ, რაც, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ხელისუფლების ერთერთი მთავარი მიღწევაა. ამ ფაქტის გამო, 2013 წელს 20 % ზე მეტი იყო მათი რაოდენობა, ვინც მხარს უჭერდა პრორუსულ პარტიებს და ახლა ეს მაჩვენებელი 10 %-მდე შემცირდა. ეს ყველაფერი კი ახალი ხელისუფლების პროდასავლური, დემოკრატიული  და ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით მოხდა”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე