აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 18.1 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა

საქართველო, თბილისი - 18:21 | 03.12.2015
ნანახია: 1411

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 18.1  %-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-ნოემბრის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 145 მლნ 158 ათას 200 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 171 მლნ 441 ათას 300 ლარი შეადგინა, შესაბამისად გეგმა 118.1 %-ით შესრულდა.

საანგარიშო პერიოდში, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების მუხლი 15.2 %-ით გადაჭარბდა, ხოლო სხვა შემოსავლების მუხლი კი 41 %-ით.  არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლის გეგმა 40,1 %-ითაა გადაჭარბებული.

რაც შეეხება აჭარის იანვარ-ნოემბრის ნაერთ ბიუჯეტს, ის 115.6 %-ით შესრულდა. იანვარ-ნოემბერში აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 195 მლნ 720 ათას 900 ლარ იყო, თუმცა შესრულებამ  226 მლნ 337 ათას 200 ლარი შეადგინა. შესაბამისად გეგმა 15,6 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა.

თვითმართველი და მუნიციპალურ ბიუჯეტების შესრულების მხრივ კი სტატისტიკა ასეთია: იანვარ-ნოემბნერში ბათუმის ბიუჯეტი 108.5 %-ით შესრულდა, ქობულეთის ბიუჯეტი კი 126.7 %-ით. სანგარიშო პერიოდში შუახევის ბიუჯეტი 109 %-ითაა შესრულებული, ხულოს ბიუჯეტის შესრულებამ კი 110.8 %-ი შეადგინა. სამაგიეროდ გარღვევაა ქედასა და ხელვაჩაურის ბიუჯეტებში. იანვარ-ნოემბრის მონაცემებით ხელვაჩაურის ბიუჯეტი  95.2 %-ითაა შესულებული, ხოლო ქედას ბიუჯეტი კი მხოლოდ 53.3 %-ით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე