განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 15:29 | 11.09.2018
ნანახია: 752

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ. ხ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჰ.ხ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 52,8896 გრ. ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაც მისგან იქნა ამოღებული.

"სამართალდამცველებმა ჰ.ხ. 2018 წლის 6 მარტს ქ. ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჰ.ხ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე