საექსპორტოდ შეიძლება მარიხუანა დაიშვას, ოღონდ, სამკურნალო თვალსაზრისით - გია გაჩეჩილაძე

საქართველო, თბილისი - 15:25 | 11.09.2018
ნანახია: 1138

არის ასეთი ვერსიაც, რომ საექსპორტოდ შეიძლება მარიხუანა დაიშვას, ოღონდ, სამკურნალო თვალსაზრისით, - ამის შესახებ ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აგრარულ სექტორში ალბათ ამის მოყვანა ლიცენზირებას დაექვემდებარება. მისივე განცხადებით, "როგორც ამბობენ, ძალიან მკაცრად კონტროლირებდი იქნება და მხოლოდ ექსპორტზე იქნება გათვლილი".

„მას შემდეგ, რაც მარიხუანის ლეგალიზებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, იძულებული ვართ, რომ ის ვაკუუმი შევავსოთ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ წარმოიშვა. მარიხუანას ქუჩებსა და ეზოებში რომ ეწევიან, ეს როგორმე უნდა შევზღუდოთ, რომ არ გავრცელდეს. კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა, რაც პარლამენტში განიხილება და რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გაიზრდება და იმ ადამიანების რაოდენობა შეიზღუდება, ვინც დაკავშირებულია მარიხუანის მოხმარებასთან. არის ასეთი ვერსიაც, რომ საექსპორტოდ შეიძლება მარიხუანა დაიშვას, ოღონდ, სამკურნალო თვალსაზრისით. ეს იქნება ლიცენზირებადი საქმიანობა, ლიცენზიის გამცემი ვინ იქნება, ვერ გეტყვით. ალბათ, ამაში შსს და სოფლის მეურნეობის სამინისტროები იქნებიან ჩართული. აგრარულ სექტორში ალბათ ამის მოყვანა ლიცენზირებას დაექვემდებარება და როგორც ამბობენ, ძალიან მკაცრად კონტროლირებდი იქნება და მხოლოდ ექსპორტზე იქნება გათვლილი”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ მარიხუანის ექსპორტზე გატანის იდეა ეკონომიკის განვითარებისთვის კეთდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე