ინდოეთში ხრამში ავტობუსის გადაჩეხვის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 15:21 | 11.09.2018
ნანახია: 872

ინდოეთში ხევში ავტობუსის გადაჩეხვის შედეგად 50  ადამიანი დაიღუპა. ავტობუსს ტელინგანის შტატიდან მომლოცველები გადაყავდა.

პოლიციელთა განცხადებით, დაღუპულთა შორის 6 ბავშვია. დაშავებულია კიდევ 20 ადამიანი, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.

პოლიციელთა თქმით, ეს მთელს ინდოეთში ყველაზე ფართომასშტაბიანი ავტოსაგზაო შემთხვევაა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

ინციდენტი ჯაგთიალის ოლქში  მოხდა. ავტობუსში 70 ადამიანი იმყოფებოდა.

სამართალდამცველთა თქმით, ავარიის მიზეზი მუხრუჭების გაუმართაობა გახდა. ავტობუსი რამდენჯერმე გადაბრუნდა და უფსკრულში გადაიჩეხა.

ამ დროისათვის ავარიის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დაწყებულია გამოძიება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე