მოსკოვის აეროპორტში მგზავრს 20 გველი აღმოუჩინეს

საქართველო, თბილისი - 14:57 | 11.09.2018
ნანახია: 886

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის „შერემეტიოვოს“ აეროპორტში მგზავრს  20 გველი უპოვეს.

აეროპორტის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელთა თქმით, გველების მფლობელი მოსკოვში დიუსელდორფის რეისით ჩავიდა. მამაკაცის თქმით, ქვეწარმავლები მან გერმანიაში საერთაშორისო  გამოფენაზე შეიძინა, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთები მგზავრმა ვერ წარმოადგინა.  

საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებმა ქილებში მოთავსებული ყველა ქვეწარმავალი ცხოველების დაცვის ცენტრს გაუგზავნეს. სპეციალისტები გველების სახეობებს უახლოეს ხანებში დაადგენენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე