ჩვენი მთავარი ეროვნული გამოწვევა რუსეთს უკავშირდება და არის ჩვენი ისტორიული რეგიონების ოკუპაცია - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:38 | 11.09.2018
ნანახია: 715

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან მიმართებაში მკაფიო პოლიტიკის ქონა, ჩვენი მთავარი ეროვნული გამოწვევა რუსეთს უკავშირდება და არის ჩვენი ისტორიული რეგიონების ოკუპაცია, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პრობლემის გადაწყვეტა მოკლევადიან პერსპექტივაში შეუძლებელია, თუმცა თანმიმდევრული პოლიტიკით საბოლოოდ მთავარი ეროვნული პრობლემა გადაწყდება.

„ამ მხრივ ჩვენს დასავლელ მეგობრებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ვიცით, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტა შეუძლებელია მოკლევადიან პერსპექტივაში, შეიძლება საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუმცა გვჯერა, რომ დასავლელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერითა და ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით, საბოლოოდ მთავარი ეროვნული პრობლემა გადაწყდება“, – აღნიშნა კობახიძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე