ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას 15-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:34 | 11.09.2018
ნანახია: 757

ავღანეთში დემონსტრანტებზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 15-ს აღემატება.

თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ნანგარჰარის პროვინციაში საპროტესტო აქციაზე აიფეთქა. პროვინციის გუბერნატორის თქმით, დაიღუპა 5 და დაიჭრა 30-ზე მეტი ადამიანი.

თუმცა ტელეარხ 1TV -ის ინფორმაციით, რომელსაც ის სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს, თავდასხმის შედეგად 15-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

თავის მხრივ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტელეარხ Tolo News-ს მხოლოდ 8 დაღუპულის შესახებ აცნობეს. მათივე ცნობით, დაჭრილია კიდევ 35 ადამიანი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე