შინაგან საქმეთა სამინისტრომ კატის სავარაუდო წამებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 14:00 | 11.09.2018
ნანახია: 774

7 სექტემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც გოგონა კატას სავარაუდოდ, აწამებს.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ გოგონა კატას ჯერ თეთრ ფხვნილში თავს აყოფინებს, შემდეგ კი ხელში აყავს და ორივე ხელით გრეხს.

ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა და ერთ-ერთმა მომხარებელმა 112-ს მიმართა. მოქალაქის განცხადების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში „ჯი-ეიჩ-ენს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, კატა ერთ-ერთ გოგონას ეკუთვნის.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე