ხორავას ქუჩაზე საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დ.ღ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვაქუაზე

საქართველო, თბილისი - 13:56 | 11.09.2018
ნანახია: 751

ხორავას საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 

როგორც საქმის პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, სასამართლომ სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი არგუმენტები და არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

"დღეს დაიწყო საქმის არსებითი განხილვა ბრალდებულ დ.ღ.-ს მიმართა წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ წარადგინა შესავალი სიტყვა და ასევე, ამავე სხდომაზე სასამართლოს მხრიდან გადაისინჯა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მოსაზრებები, არგუმენტები და ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, შემდეგი სხდომიდან გაგრძელდება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა", - განაცხადა ქვარცხავამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე