საუდის არაბეთის პრინცესა გაძარცვეს

საქართველო, თბილისი - 13:35 | 11.09.2018
ნანახია: 654

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრი პარიზში სასტუმრო Ritz-ში გაძარცვეს. ამის შესახებ The Local-ი იუწყება.

ძარცვის მსხვერპლი საუდის არაბეთის პრინცესაა. ქურდებმა სასტუმროს ნომრიდან 800 ათასი ევროს ღირებულების სამკაულები წაიღეს.

ძვირფასეულობა სეიფში არ იყო შენახული. დაწყებულია გამოძიება.

ეს მიმდინარე წელს სასტუმრო Ritz-ში ძარცვის მეორე შემთხვევაა. იანვარში შეიარაღებულმა მძარცველებმა სასტუმროს საიუველირო მაღაზიებიდან 4,75 მლნ ევროს ღირებულების სამკაულები მოიპარეს. საბოლოოდ ძვირფასეულობა მაღაზიებს დაუბრუნდა.

პრინცესა 2009 წელსაც გაძარცვეს. იტალიაში სასტუმროს ნომრიდან მძარცველებმა საიუველირო სამკაულები და 11 მლნ ევრო წაიღეს. მოგვიანებით ძვირფასეულობის დიდი ნაწილი სარდინიაში იპოვეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე