ქალიშვილის მიმართ სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული პატრონი ძაღლმა პატიმრობისგან გადაარჩინა

საქართველო, თბილისი - 12:09 | 11.09.2018
ნანახია: 981

ორეგონის შტატში ლაბრადორმა ლუსიმ სანტექნიკოსი, რომელიც ქალიშვილის მიმართ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს, 50-წლიანი პატიმრობისგან იხსნა. დაკარგული ძაღლი მაშინ იპოვეს, როდესაც  მისმა პატრონმა ჯოშ ჰორნერმა სასჯელის მოხდა დაიწყო.

ჰორნერი ბრალდებულის სკამზე თავისი არასრულწლოვანი ქალიშვილის მიმართ სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების შედეგად აღმოჩნდა.

მაგრამ საქმეში არ არსებობდა არც დნმ -ის ანალიზები, არც მტკიცებულებები. ამის მიუხედავად, სანტექნიკოსმა თავისი უდანაშაულობის დამტკიცება ვერ შეძლო და დასახმარებლად საზოგადოებრივ იურიდიულ ორგანიზაციას მიმართა.

აქტივისტებმა მალე გაარკვიეს, რომ გოგონა ძალადობაში დედასაც ადანაშაულებდა. მაგრამ ეს ბრალდებები სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია. ამასთან, სანტექნიკოსის ქალიშვილი ამტკიცებდა, რომ მამამისმა მისი დაშინების მიზნით მოკლა მათი ძაღლი ლუსი და დაემუქრა, რომ თუ ჩუმად არ იქნებოდა, მასაც ფიზიკურად გაუსწორდებოდა.

აქტივისტებმა ძაღლი იპოვეს, რომელიც როგორც გაირკვა გამოძიების დაწყების დროს დაიკარგა. მათ მოიპოვეს მტკიცებულებები, რომ ის ძაღლი ნამდვილად „მოკლული“ ლუსი იყო, რომელიც თავს ძალიან კარგად გრძნობდა.

ამის საფუძველზე გოგონას ჩვენება სასამრთლომ  სიცრუედ აღიარა და  პროკურორის შუამდგომლობით  მსჯავრდებულს ბრალი მოეხსნა. საქმე დაიხურა და სანტექნიკოსი გათავისუფლდა.

 „მე და კელიმ (ცოლმა) ჩვენი დამსხვრეული ცხოვრების ნამსხვრევების შეგროვება დავიწყეთ“, - განაცხადა ჰორნერმა გათავისუფლების შემდეგ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე