აქ ვიდგები, ვიდრე არ დაისჯება ყველა მკვლელი - სარალიძე ხელისუფლების გადადგომას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 11:37 | 11.09.2018
ნანახია: 885

მოვითხოვ ხელისუფლების გადადგომას, აქ აღარ არის უკვე საუბარი, რომელიმე კონკრეტულ მაღალჩინოსანზე, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის აქციებს იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მისი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან.

„ჩემი მთავარი მოთხოვნა არის შერჩევითი სამართალის დასამარება, მკვლელების მოშორება ამ ქვეყნიდან და მათი პასუხისგებაში მიცემა. დღეს ხელისუფლება იცავს ჩემი შვილის მკვლელებს, საქმის გამყალბებლებს და იმასაც არ აღიარებენ, რომ ჰქონდათ გადაცდომები გამოძიების ეტაპზე. მოვითხოვ ხელისუფლების გადადგომას. აქ აღარ არის უკვე საუბარი, რომელიმე კონკრეტულ მაღალჩინოსანზე. აქ ვიდგები მანამ, სანამ არ დაისჯება ყველა მკვლელი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ცნობისთვის, ზაზა სარალიძე ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით აქციებს აგრძელებს. პარლამენტის წინ დღეს აქცია 19:00 საათზეა დაგეგმილი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე