11 სექტემბრის ტერორისტული აქტებიდან 17 წელი გავიდა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 11.09.2018
ნანახია: 643

11 სექტემბრის ტერორისტული აქტებიდან 17 წელი გავიდა. ალ-კაიდას თვითმკვლელტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათასერია აშშ-ის ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტემბერს მოხდა. ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა გაიტაცა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი. გამტაცებლებლმაგამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი.

ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვა მრავალი კი ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის (პენსილვანია), ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე