მამაკაცი, რომელმაც მასწავლებელი მძევლად აიყვანა, პოლიციას ჩაბარდა

საქართველო, თბილისი - 16:45 | 10.09.2018
ნანახია: 667

სტამბოლში ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელი მძევლად აიყვანა, პოლიციას ჩაბარდა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მედიის ცნობით, მძევლად აყვანის მიზეზი ქალსა და ახალგაზრდა მამაკაცს შორის ჩხუბი გახდა,  რომელსაც გოგონა ცოლად უნდა გაყოლოდა.

მამაკაცი სკოლაში ვითარების გასარკვევად მივიდა, თუმცა გოგონამ მასთან საუბარზე უარი თქვა, რის შემდეგაც მამაკაცმა იარაღის მუქარით ის სკოლის ერთ-ერთ კაბინეტში ჩაკეტა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე