ჩვენი ამოცანაა, ხელისუფლება ვაიძულოთ რეკომენდაციები შეასრულოს - სერგი კაპანაძე

საქართველო, თბილისი - 16:36 | 10.09.2018
ნანახია: 692

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან შეხვედრით კმაყოფილია.

"არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გავაცანით დასკვნა, ჩვენი რეკომენდაციები. მინდა გითხრათ, რომ უაღრესად პოზიტიურად არის აღქმული ეს დასკვნა და ყველა იზიარებს იმ მთავარ მიგნებებს, რომელიც ამ დასკვნაშია გამოტანილი და ისინი ეთანხმებიან, როგორც ჩვენს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე იმ კონკრეტულ მოსაზრებებს, რომელიც კომისიის მიერაა აღმოჩენილი.

ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა ხელისუფლება ვაიძულოთ რეკომენდაციები შეასრულოს.

ჩვენი მიზანია, ორი მიმართულებით იყოს პროგრესი, ერთი, კონკრეტული პიროვნება, რომლის მიმართაც გავეცით რეკომენდაცია, რომ ბრალი ყოფილიყო წარდგენილი, მის მიმართ ნაბიჯები იყოს გადადგმული. მეორე, დაისაჯონ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ ამ გამოძიების ჩავარდნაზე", - აცხადებს კაპანაძე.

დღეს, პარლამენტში ბიუროზე დარეგისტრირდა აღნიშნული დასკვნა, რომელსაც კენჭს სასესიო კვირაში, 21-22 სექტემბერში კენჭს უყრიან.

"დაგდენილება რა ფორმით და როგორ გავა, მას კავშირი არ აქვს ამ დასკვნის შინაარსთან. დასკვნა არის მიღებული, ძალაშია და შესასრულებელია", - აცხადებს კაპანაძე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე