უმრავლესობის წევრებს ბოლომდე ეგონათ, რომ ბიძინა ივანიშვილი შეცვლიდა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას - რომან გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 16:24 | 10.09.2018
ნანახია: 666

სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა ძალიან სახიფათოა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ სასარგებლოა ოპოზიციისთვის, რადგან მასზე დაბალი რეიტინგის მქონე კანდიდატის წარმოდგენა „ქართული ოცნების" მხრიდან შეუძლებელი იყო, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა კანდიდატურა, რომელიც ესიამოვნება არა ქართველ ხალხს, ან „ქართულ ოცნებას", არამედ ესიამოვნება რუსეთს.

„უმრავლესობიდან არც ერთი ადამიანი არ უჭერდა მხარს სალომე ზურაბიშვილს. ბოლომდე ეგონათ, რომ ბიძინა ივანიშვილი შეცვლიდა კანდიდატურას, მაგრამ მივიღეთ კანდიდატურა, რომელიც ერთპიროვნულად წარმოადგინა ბიძინა ივანიშვილმა და ესიამოვნება არა ქართველ ხალხს, ან „ქართულ ოცნებას", არამედ ესიამოვნება რუსეთს. ეს არის სამწუხარო სურათი. დღეიდან დაიწყება სალომე ზურაბიშვილის ქება იმ ადამიანების მხრიდანაც კი, რომლებიც კულუარებში ლანძღავდნენ მას. ეს კანდიდატურა ძალიან სახიფათოა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ სასარგებლოა ოპოზიციისთვის, რადგან მასზე დაბალი რეიტინგის მქონე კანდიდატის წარმოდგენა „ქართული ოცნების" მხრიდან შეუძლებელი იყო", - განაცხადა რომან გოცირიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე