სტამბოლში მამაკაცმა მასწავლებელი მძევლად აიყვანა

საქართველო, თბილისი - 16:18 | 10.09.2018
ნანახია: 640

ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა სტამბოლის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელი მძევლად აიყვანა. ამის შესახებ ქალაქის გუბერნატორმა ვასიფ შაჰინმა განაცხადა.

„სტამბოლის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულმა მამაკაცმა 22 წლის მასწავლებელი მძევლად აიყვანა. მასთან მოლაპარაკებები გრძელდება“, - განუცხადა შაჰინმა მედიას.

მედიის ცნობით, მძევლად აყვანის მიზეზი ქალსა და ახალგაზრდა მამაკაცს შორის ჩხუბი გახდა,  რომელსაც გოგონა ცოლად უნდა გაყოლოდა.

მამაკაცი სკოლაში ვითარების გასარკვევად მივიდა, თუმცა გოგონამ მასთან საუბარზე უარი თქვა, რის შემდეგაც მამაკაცმა იარაღის მუქარით ის სკოლის ერთ-ერთ კაბინეტში ჩაკეტა. შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და სასწრაფო დახმარების მანქანები მივიდნენ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე