ჩემთვის ცურვა ცხონებაა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 16:04 | 10.09.2018
ნანახია: 1166

ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში, იმიტომ, რომ თევზი ვარ ჰოროსკოპით, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა "იმედის კვირაში" განაცხადა.

მისი თქმით, მისთვის ცურვა ცხონებაა.

"უფრო მიყვარს, ცხადია, ზღვაში ცურაობა, ეს არის კიდევ უფრო დიდი ბედნიერება, მაგრამ სადაც არა, იქ აუზიც ძალიან კარგია. ვცურავ 45 წუთს ან ერთ კილომეტრს", - თქვა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე