ბათუმში, ალისა და ნინოს ქანდაკებაზე მამაკაცი აძვრა

საქართველო, თბილისი - 15:49 | 10.09.2018
ნანახია: 768

ბათუმში, ალისა და ნინოს ქანდაკებაზე დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცი აძვრა. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქანდაკებაზე იმყოფებოდა.

ადგილზე სამაშველო ბრიგადები მივიდნენ და მისი ჩამოყვანა სცადეს, თუმცა მამაკაცი დახმარების გარეშე ჩამოვიდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

„შემთხვევის ადგილზე მოვედით, მოვიტანეთ სამაშველო კიბე და ვაპირებდით მამაკაცის ჩამოყვანას, თუმცა მან დახმარებაზე უარი თქვა და  თავისით ჩამოვიდა“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ირაკლი თოიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე