აიკრძალება თუ არა საქართველოში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიქაბისა და ჩადრის ტარება

საქართველო, თბილისი - 15:44 | 10.09.2018
ნანახია: 1296

"პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ემზარ კვიციანმა და „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21"-ის ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიქაბისა და ჩადრის ტარების აკრძალვის მოთხოვნით პარლამენტში კანონპროექტი წარადგინეს.

მათი თქმით, ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 169-ე პრიმა მუხლში უნდა შევიდეს და ის პირველ ჯერზე 500 ლარიან, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 1500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

მათივე განცხადებით, მსგავს სამოსში პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია და გარკვეული რეგულაციების შემოღებაა აუცილებელი.

„ეს არ არის კავშირში რელიგიასთან, მე ყველა რელიგიას პატივს ვცემ, ეს არის უსაფრთხოების საკითხი", - განაცხადა ტომარაძემ.
 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე