საუდის არაბეთში მამაკაცი ქალთან საუზმობისთვის დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:40 | 10.09.2018
ნანახია: 866

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ეგვიპტის მოქალაქე თავის ქალ კოლეგასთან საუზმობისთვის დააპატიმრეს. საუზმობის ამსახველი კადრები მამკაცმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რის შემდეგაც მომხდარით სამართლდამცველები დაინტერესდნენ. ამის შესხახებ სააგენტო Reuters-ი სამეფოს შრომის სამინისტროზე დაყრდნობით  იუწყება.

შრომის სამინისტროს ცნობით, სასტუმროში, სადაც ეს “ინციდენტი“ მოხდა, გაგზავნილია საგამოძიებო ჯგუფი. დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ამავე სასტუმროში მუშაობდა. ის რიგი დარღვევებისთვის დააკავეს, მათ შორის სამუშაოსთვის, რომლის შესრულების უფლებაც მხოლო საუდის არაბეთის მოქალაქეებს აქვთ.

საუდის არაბეთში სამუშაოს შესრულებისას ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე უნდა იმყოფებოდნენ. დაკითხვაზე დაბარებულია სასტუმროს მფლობელიც.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე