სოფელ სკრაში ნაპირდამცავი ნაგებობა მოეწყო

საქართველო, თბილისი - 17:56 | 03.12.2015
ნანახია: 1561

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა.

სოფელი სკრა, მდინარე მტკვრის მარჯვენასანაპიროზეზღვისდონიდან 620 მ-ზემდებარეობს. ტერიტორიის რელიეფიდან გამომდინარე, წყალდიდობის დროს, წყლის დონე პერიოდულად იწევდა და დასახლება იტბორებოდა, რასაც ნაპირი სინტენსიური ეროზია ერთვოდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების დასაცავად, ეროზიისაგან დამცავი ქვანაყარი ბერმადა დატბორვის საწინააღმდეგო დამბა მოაწყო.ახალინაპირდამცავინაგებობის სიგრძე 160 მეტრია.

325.5ათასი ლარის ღირებულებისსამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტი 2014 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე