ყველამ თავის სავიზიტო ბარათს მიხედოს - თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებულ ოპოზიციის განცხადებებზე
საქართველო, თბილისი - 15:05 | 10.09.2018 ნანახია: 872
ყველამ თავის სავიზიტო ბარათს რომ მიხედოს, არ იქნება ურიგო. ზოგიერთის სავიზიტო ბარათზე აგვისტოში გაგზავნილი წერილებია რუსეთში ჩასატარებელ კონცერტებზე, ზოგიერთის ბარათზე კი დანა-ჩანგალი. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების საპასუხოდ განახცადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას, სჯობს ოპოზიციამ საკუთარ კამპანიაზე დახარჯოს მეტი დრო და ენერგია.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის პოზიცია აგვისტოს ომზე ცალსახაა – აგრესორი არის რუსეთი.
„ყველამ თავის სავიზიტო ბარათს რომ მიხედოს, არ იქნება ურიგო. ზოგიერთის სავიზიტო ბარათზე აგვისტოში გაგზავნილი წერილებია რუსეთში ჩასატარებელ კონცერტებზე, ზოგიერთის ბარათზე კი დანა-ჩანგალი. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას, სჯობს საკუთარ კამპანიაზე დახარჯონ მეტი დრო და ენერგია. სალომე ზურაბიშვილს საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანაში აქვს განსაკუთრებული დამსახურება. ჩვენი და სალომე ზურაბიშვილის პოზიცია აგვისტოს ომზე ცალსახაა – აგრესორი არის რუსეთი. საქართველო გააგრძელებს განვითარებას და წინსვლას. ჩვენ გვაქვს ბევრი საქმე შემოდგომაზე, მათ შორის არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს გააკეთეს განცხადებები სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი, როგორც პუტინის კანდიდატი, ამ ქვეყანაში ვერ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ხოლო „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მხარს უჭერს პოლიტიკოსს, რომელსაც არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ საქართველო აგრესორია.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა