სასამართლომ ნიკა მელიას წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

საქართველო, თბილისი - 14:54 | 10.09.2018
ნანახია: 861

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევაში სამართალდამრღვევად ცნო და 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 11 ივნისის საპროტესტო აქციას, რომელზეც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საპროტესტო აქციას მართავდა.

ნიკა მელიას განმარტებით, მისი დაკავება მოხდა მაშინ, როდესაც პროტესტის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. ის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმაც დაადასტურა.

ნიკა მელიას განმარტებით, მისი დაკავების ოქმი არაკანონიერად შედგა.

„მოსამართლემ შავზე თქვა თეთრი. გაყალბებული დოკუმენტი უდევთ. ჩემი დაკავების დროს ოქმი არ შედგენილა. კითხვაზე, რატო არ არის ის ეპიზოდი გადაღებული სამხრე კამერით, როდესაც ოქმს ადგენდნენ, პასუხია, თითქოს სველ წერტილში შევიდა და აი, ამ დროს გამორთო კამერა. აი, ასეთი საქმის პირობების მოსამართლემ ლაშა თავართქილაძემ, რომელიც არის დამნაშავე მურუსიძის მეგობარი, ბედავს და გამოაქვს გადაწყვეტილება, რაც ჭეშმარიტებასთან საერთოდ შორს არის”, – განაცხადა მელიამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე