ავღანეთში თალიბების თავდასხმას 14 პოლიციელი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:47 | 10.09.2018
ნანახია: 617

სულ მცირე 14 პოლიციელი დაიღუპა ავღანეთის ჩრდილოეთით თალიბებთან შეტაკების შედეგად.
მედიის ცნობით, ინციდენტი სამანგანის პროვინციაში  მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით,  დაიჭრა კიდევ 6 პოლიციელი. შეტაკების დროს ლიკვიდირებულია სამი თავდამსხმელი, ოთხი კი დაჭრილია.

თალიბებმა ხელში ჩაიგდეს პოლიციის კუითვნილი იარაღი.

მანამდე კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა ავღანეთში. კუნდუზის პროვინციაში თალიბები საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს. დაიღუპა ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის 15 თანამშრომელი, 18 კი დაიჭრა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე