დღეს გვჭირდება დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც იქნება დამბალანსებელი სახელისუფლებო შტოებს შორის - კალაძე

საქართველო, თბილისი - 14:14 | 10.09.2018
ნანახია: 741

დღეს გვჭირდება დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც იქნება დამბალანსებელი სახელისუფლებო შტოებს შორის და მგონია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გუნდმა მიიღო, მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ  თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.  

მისი თქმით, ზურაბიშვილის გამარჯვება პირველივე ტურშია შესაძლებელი.

„გულწრფელად გეტყვით, რომ პირველივე ტურში შესაძლებელია გამარჯვების მიღწევა. ბევრი ღირსეული კანდიდატი იყო, თუმცა, გამოვდივართ ქვეყნის ინტერესებიდან და მხარს დავუჭერთ დამოუკიდებელ კანდიდატს და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, რომელიც შეეცდებოდა ვიწრო პოლიტიკური პარტიების ინტერესების გატარებას. 

დღეს გვჭირდება დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც იქნება დამბალანსებელი სახელისუფლებო შტოებს შორის და მგონია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გუნდმა მიიღო, არის მნიშვნელოვანი. თუ როგორ და რა ფორმით იქნება მხარდაჭერა, ამას მოგახსენებთ. ცენტრალურ ხელისუფლებაში ძირითადად არის „ქართული ოცნება“, საპარლამენტო უმრავლესობაში „ქართული ოცნება“, ასევე ადგილობრივ დონეზე მუნციპალიტეტებში და გვგონია, რომ პოლიტიკური პლურალიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კალაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურა არ დააყენა და მხარდაჭერა დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე