ცნობილმა ბრიტანელმა მზარეულმა მძარცველი დააკავა, რომელიც მისი სახლის გაქურდვას ცდილობდა

საქართველო, თბილისი - 13:38 | 10.09.2018
ნანახია: 738

ცნობილმა ბრიტანელმა მზარეულმა ჯეიმი ოლივერმა მძარცველი დააკავა, რომელიც მისი სახლის გაქურდვას აპირებდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail -ი პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ცნობით, 43 წლის ოლივერი ძარცვის მცდელობის დროს სახლში ცოლთან და 5 შვილთან ერთად იმყოფებოდა. მზარეული მამაკაცს გაეკიდა, რომელიც მის სახლში შეჭრას ცდილობდა, ხელი სტაცა და მიწაზე დააგდო, ვიდრე მისი მეზობლები პოლიციაში რეკავდნენ.

შედეგად დამნაშავე, რომელიც იმავე ქუჩაზე სხვა სახლების გაქურდვასაც გეგმავდა, პოლიციამ დააპატიმრა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჰაიგეიტის რაიონში ოლივერის სახლის გვედრით სხვა ცნობილი პირების სახლებიც მდებარეობს, მათ შორის არის სუპრემოდელისა და მსახიობის ქეით მოსის საცხოვრებელი სახლიც.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე