ის, რომ 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი, დღეიდან ხდება „ქართული ოცნების" სავიზიტო ბარათი - სერგო რატიანი

საქართველო, თბილისი - 13:18 | 10.09.2018
ნანახია: 640

ის, რომ 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი, დღეიდან ხდება „ქართული ოცნების" სავიზიტო ბარათი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

რატიანის განცხადებით, არანაირი დამოუკიდებელი კანდიდატი არ არსებობს, ეს რაღაც უცნაური თამაშებია. 

„მმართველ გუნდს ჰყავს თავისი კანდიდატი და ამ კანდიდატს ჰქვია სალომე ზურაბიშვილი. მე ვფიქრობ, იმის შემდეგ, რაც მან განაცხადა საქართველოს მხრიდან ომის დაწყებასთან დაკავშირებით, უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ მმართველი ძალა სწორედ ამ კანდიდატს უჭერს მხარს. ეს არის „ქართული ოცნების" სრული ლუსტრაცია. ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი, დღეიდან ხდება "ქართული ოცნების" სავიზიტო ბარათი", - განაცხადა სერგო რატიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე