შაკირასა და პიკეს სახლის ძარცვის ბრალდებით ქართველი კანონიერი ქურდი - გოგიტა დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:58 | 10.09.2018
ნანახია: 1178

ბარსელონაში მომღერალ შაკირას და ფეხბურთელ ჟერარ პიკეს სახლის გაძარცვის ბრალდებით ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი, გოჩა მაისურაძე, იგივე გოგიტა დააკავეს. 

ესპანეთის პოლიციამ მას ბრალი კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობისა და ძვირადღირებული სახლების, მათ შორის შაკირას და ჟერარ პიკეს სახლის გაძარცვაში მონაწილეობისთვის წარუდგინა. 

შაკირას და პიკეს სახლი 6 ივნისს გაძარცვეს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, "გოგიტა" სხვადასხვა კრიმინალურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომლებიც სახლების ძარცვით იყვნენ დაკავებულები. 

გამოცემა Estrella Digital წერს, რომ გოჩა მაისურაძე ნაძარცვის 50%-ს იღებდა, ურჩ კრიმინალებს კი "გოგიტა" გატაცებებით, წამებითა და ცემით სჯიდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე