ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

საქართველო, თბილისი - 12:48 | 10.09.2018
ნანახია: 796

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან და დამოუკიდებელ მაუწყებელზე ხელისუფლების ზეწოლას აპროტესტებენ.

მსვლელობის გამო ტელეკომპანია „იბერიამ“ რამდენიმე საათით მაუწყებლობა შეაჩერა.

მსვლელობა ტელეკომპანიის ოფისიდან დაიწყო და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდება.

ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ვახო ხუზმიაშვილისაპროტესტო მსვლელობის მიზანს განმარტავს და აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან მისული ჟურნალისტები ხელისუფლებას მიაწვდიან ხმას.

„ტელეკომპანიას ისინი ვერ წაიღებენ, ვერ წაიღეს ვერცერთი ტელეკომპანია და ვერც „იბერიას“ ვერ წაიღებენ. ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვეს, ჩვენ ვართ ჟურნალისტები, ვერ გამოვიყვანთ ტანკებს, ბეტეერებს, ამიტომ, რა რესურსიც გვაქვს, რომ მივიდეთ მშვიდობიანად, რომ უნდა გაჩერდნენ და არ გამოუვათ ეს შეტევა, შემდეგ დავბრუნდებით ტელეკომპანიაში და ისევ გავაგრძელებთ მაუწყებლობას, სანამ ამის საშუალება ჩვენ გვექნება,“ - განაცხადა ხუზმიაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე