ბაშარ ასადმა იდლიბში სამთავრობო ჯარს ქიმიური იარაღის გამოყენების ნებართვა მისცა -აშშ-ის დაზვერვა

საქართველო, თბილისი - 12:44 | 10.09.2018
ნანახია: 709

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა სამთავრობო ჯარებს იდლიბში სამხედრო ოპერაციიის დროს ქლორის გამოყენების ნებართვა მისცა. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ამერიკის მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

გაზეთი აღნიშნავს, რომ მონაცემები იმის შესახებ, რომ ასადმა იერიშის დროს ქლორის გამოყენების ნებართვა გასცა, ამერიკის დაზვერვამ მიიღო.

სირიის საკითხზე მსჯელობისას ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ასადის პოზიციებს ძლიერ დარტყმას მიაყენებს, თუ ის იდლიბში მასობრივ განადგურებას მოაწყობს.

ასევე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ძალისხმევა იმასთან დაკავშირებით, რომ სირიას, რუსეთსა და ირანს იდლიბის წინააღმდეგ იერიშიზე უარი ეთქვათ, წარუმატებელი აღმოჩნდა.

 „პენტაგონი ამუშავებს სამხედრო ვარიანტებს, თუმცა ტრამპს ჯერ არ გადაუწყვეტია რა ქმედებებს გამოიწვევს სამხედრო პასუხი, ასევე იქნება თუ არა აშშ-ის დარტყმები რუსეთისა და ირანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მიმართული“, - წერს The Wall Street Journal-ი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე