მოლდოვას პრეზიდენტი ავტოავარიაში მოყვა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 11:51 | 10.09.2018
ნანახია: 895

მოლდოვას პრეზიდენტი იგორ დოდონი ავტოავარიაში მოყვა, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

პოლიციის ინფორმაციით, ავარია გუშინ მოხდა. Mercedes S კლასის ავტომობილი, რომელშიც ქვეყნის მეთაური იმყოფებოდა, გადაბრუნდა.

ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა კადრები შემთხვევის ადგილიდან, სადაც ჩანს გადაბრუნებული ავტომობილი.

ავტოავარიის შედეგად დოდონი უმნიშვნელოდ დაშავდა. გავრცელებული ცნობით, მას სხეულზე ნაკაწრები და დალურჯებები აღენიშნება.

ინციდენტი კიშინიოვიდან 50 კმ-ის დაშორებით, ხინჩესტის რაიონში მოხდა. სავარაუდოდ, ავტომობილი ნაწვიმარ გზაზე მოცურდა.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე