ქაბულში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

საქართველო, თბილისი - 11:41 | 10.09.2018
ნანახია: 670

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ პაუსუხისმგებლობა აიღო ავღანეთის დედაქალქში მომხდარ ტერაქტზე.
თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქაბულში ავღანეთის ეროვნული გმირის აჰმად შაჰ მასუდის დაღუპვის ერთი წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე აიფეთქა.

ინციდენტი თაიმანის რაიონში მოხდა, სადაც დემონსტრანტების ავტომობილებისა და მოტოციკლების კოლონა მოძრაობდა.

პოლიციის განცხადებით, ტერორსტი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როდესაც ბომბი ააფეთქა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 7 ადამიანი, ხოლო 25 დაშავდა.
აფეთქებამდე ხოტა ხნით ადრე პოლიციელებმა კიდევ ერთი თვითმკვლელი გაანადგურეს, რომელიც აფეთქებას აშშ-ის საელჩოს წინ დემონსტრანტებს შორის აპირებდა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე