იაპონიაში მიწისძვრას 44 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 10.09.2018
ნანახია: 580

იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე მომხდარ მიწისძვრას 44 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა ესიჰიდე სუგამ განაცხადა.

„ჰოკაიდოზე მიწისძვრას 44 ადამიანი ემსხვერპლა. უგზო-უკვლოდ დაკარგულები არ არიან.ადგილზე თავდაცვის ძალების, პოლიციისა და სახანძრო სამსახურის 40 ათასი თანამშრომელი მუშაობს. სამძებრო და სამაშველო ოპერაციებსა და ჰუმანიტარული ტვირთის გადატანის პროცესებში 67 ვერტმფერნია ჩართული“, -განაცხადა სუგამ.

ჰოკაიდოზე 6,7  მაგნიტუდის მიწისძვრა გასულ კვირას მოხდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე