ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 10.09.2018
ნანახია: 823

ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. 

დაშავებულები ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე