შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ევროკავშირში დარჩენის მომხრე მმართველი ბლოკი ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 10:42 | 10.09.2018
ნანახია: 788

ამომრჩევლების ხმათა 80 პროცენტის დათვლის შედეგად შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ევროკავშირში დარჩენის მომხრე  მმართველი - წითელ-მწავნე ბლოკი 40,6 პროცენტით ლიდერობს. ოპოზიციური მემარჯვენე-ცენტრისტული ალიანსი,  რომელიც ევროკავშირში დარჩენის წინააღმდეგია, ხმათა 40.2 პოცენტს აგროვებს, „შვედეთის დემოკრატებს“ კი ამჟამინდელი მონაცემებით ხმათა 17,7 პროცენტი აქვთ.

მემარჯვენე-ცენტრისტული ალიანსში ოთხი პარტიაა გაერთიანებული, წითელ-მწავნე ბლოკში კი სამი პარტია.
არც ერთ ბლოკში არ არის გაწევრიანებული პარტია „შვედეთის დემოკრატები“.

შვედეთის ერთპალატიან პარლამენტს 349 დეპუტატი ჰყავს, საკანომდებლო  ორგანოს ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით ირჩევენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე