ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 10:25 | 10.09.2018
ნანახია: 759

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს.

ახალშობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე