სამხრეთ აფრიკაში უხორთუმო სპლიყვი იპოვეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 17:53 | 07.09.2018
ნანახია: 1862

სამხრეთ აფრიკის კრიუგერის ეროვნულ პარკში უხორთუმო სპლიყვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

პარკის თანამშრომლებმა არ იციან როგორ დაკარგა პატარა სპილომ ხორთუმი. სავარაუდოდ, მას ხორთუმი რომელიმე მტაცებელმა მოაჭამა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს მტაცებელი შესაძლოა ყოფილიყო ნაინგი, ან ლომი. ასევე შესაძლოა, სპლიყვი ხორთუმით ხაფანგში მოყოლილიყო.

ეკოლოგები ცხოველის მდგომარეობის გამო ძალიან არიან შეწუხებულნი, რადგან ველურ ბუნებაში მისი გადარჩენის შანსები ძალიან მცირეა.

სპილოები ხორთუმს ხეებიდან ხილის მოსაწყვეტად და ბალახის საჭმელად იყენებენ. ასევე მისი დახმარებით, სვამენ წყალს და ბანაობენ. სპილოებისთვის ხორთუმი მტაცებლებთან ბრძოლის მთავარი იარაღია. ის ასევე აუცილებელია ურთიერთობებისთვის: სპილოები ერთმანეთს ხორთუმის მეშვეობით ეფერებიან და ამშვიდებენ. სპლიყვები კი ხორთუმით დედის კუდს ეჭიდებიან. ამიტომ მისი დაკარგვა ყველაზე საშინელი რამ არის, რაც შეიძლება სპილოს დაემართოს.

ჯანმრთელი მოზრდილი სპილო დღეში 90-დან 270-მდე კგ საკვებს ჭამს და 190 ლიტრამდე წყალს სვამს. ხორთუმის გარეშე კი ეს ფაქტობრივად შეუძლებელია.

 

 

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე