ბერლინში მოლდოვას საელჩოდან მუქარის გამო თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 17:25 | 07.09.2018
ნანახია: 731

ბერლინის სპეცსამსახურებმა გერმანიაში მოლდოვას საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლების ევაკუირება მოახდინეს, მას შემდეგ, რაც დიპლომატებმა მუქარის შემცველი გზავნილი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლებს ისლამისტური დაჯგუფებების წევრები დაემუქრნენ, რომელთა შორის თურქეთის შვიდი მოქალაქეა.

მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი ტუდორ ულიანოვსკი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 8 სექტემბერს საელჩოს შენობაში დაგეგმილი იყო მისი შეხვედრა მოლდოვას დიასპორის წარმომადგენლებთან.

გავრცელებული ცნობით, ორი დღის წინ მოლდოვადან ისლამისტურ დაჯგუფებებთან კავშირში ეჭვმიტანილი თურქეთის შვიდი მოქალაქე გააძევეს.

2017 წლის მაისში თურქეთმა მოლდოვას მოუწოდა დაეხურა მოლდოვურ-თურქული ლიცეუმები, სადაც თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ფეთჰულაჰ გიულენის იდეოლოგია ვრცელდებოდა. თუმცა მოლოდვას პრემიერმა აღნიშნა, რომ სასწავლო დაწესებულებების დახურვისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იყო საჭირო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე