ილონ მასკმა პირდაპირ ეთერში მარიხუანა მოწია

საქართველო, თბილისი - 16:26 | 07.09.2018
ნანახია: 695

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ამერიკული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მარიხუანა მოწია და ალკოჰოლური სასმელი დალია. ეს მან წამყვან ჯო როგანთან 2 -საათიანი საუბრის დროს გააკეთა.

როგორც Bloomberg-ი წერს,  როგანმა მასკს შესთავაზა თამბაქოსა და კანაფის ნაზავის მოწევა შესთავაზა, ისიც დათანხმდა, თუმცა აღნიშნა, რომ მსუბუქ ნარკოტიკს იშვაითად იღებს. კალიფორნიაში, სადაც სატელევიზიო გადაცემა მიმდინარეობდა, მარიხუანის მოხმარება ლეგალურადაა შესაძლებელი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე