ავღანეთში თალიბების თავდასხმას 7 პოლიციელი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:54 | 07.09.2018
ნანახია: 799

შვიდი პოლიციელი დაიღუპა ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად. „თალიბანის“ მებრძოლები ჯაუჯანის პროვინციაში საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს.

ხელისუფლების განცხადებით, „თალიბანის“ მებრძოლებმა ზოგიერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე იერიში მიიტანეს. შედეგად დაიწყო სროლა, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, დაიღუპა შვიდი სამართალდამცველი. ხელისუფლებისვე ცნობით, ცოცხალი ძალის დანაკარგი თალიბებმაც განიცადეს, თუმცა დაღუპული მებრძოლების რაოდენობა არ სახელდება.

პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, უახლოეს რაიონი შესაძლოა მებრძოლებმა დაიკავონ, თუ კი მთვარობა დამატებით ძალებს არ გადაისვრის.   






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე