მერკელი მაკრონთან შეხვედრაზე უკრაინის, სირიისა და ბალკანეთის საკითხებზე ისაუბრებს

საქართველო, თბილისი - 15:27 | 07.09.2018
ნანახია: 752

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მარსელში საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე სირიის კრიზისზე, უკრაინის საკითხზე და დასაველთ  ბალკანეთში შექმნილ სიტუაციაზე საუბარს გეგმავს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა.


„ევროპის წინაშე დასახული ამოცანები ამ მოლაპარკებების მთავარი თემა იქნება... კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს მარსელში ევროპის მომავალ ერთობლივ ნაბიჯებს განიხილავენ. საუბარია, ძირითადად სამ თემაზე: ეს არის მიგრაცია და ევროპის მიერ ამ საკითხის სრულფასოვანი გადაჭრა, ევროკავშირისთვის დღის წესრიგი... და საგარეო პოლიტიკის გამოწვევები, რომლებიც ევროკავშირის წინაშე დგას. ეს არის სირია, უკრაინის საკითხი და დასავლეთ ბალკანეთი“, - განაცხადა ზაიბერტმა. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა დღეს გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე