გლდანში, საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულზე ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 15:07 | 07.09.2018
ნანახია: 998

თბილისი, გლდანის II მ/რ-ში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაცით, ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მათივე ინფომრიაცით, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსის მე-9 სართულიდან 4 მოქალაქე გამოიყვანეს. მათ შორის, 2 მცირეწლოვანი.

მათვე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე