ტელეკომპანია „იბერია“ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 14:55 | 07.09.2018
ნანახია: 774

ტელეკომპანია „იბერია“ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს.

ტელეკომპანიის მტკიცებით, ხელისუფლებამ მათ საგანგებოდ შეუწყვიტა დაფინანსების წყაროები.

მათივე განცხადებით, ხელისუფლებამ გააჩერა „ომეგა“ ჯგუფში შემავალი საწარმოები, საიდანაც ტელევიზია ფინანსდებოდა.

როგორც ტელეკომპანიის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, ყველას ვალია, თავისუფალი ტელევიზია დავიცვათ.

„ეს არის ყველა ქართველისთვის, ყველა მოქალაქისთვის აუცილებელი და ყველაზე აუცილებელი მისია, რომ დავიცვათ თავისუფალი მედია, თავისუფალი ტელევიზია. არ მივცეთ საშუალება არავის, არცერთ ბანდას, რაც არ უნდა მას სახელმწიფო და თანამდებობა ერქვას, არ მივცეთ საშუალება, რომ ხელი აღმართოს თავისუფალ მედიაზე.

უხილავი ძალები აღარ იქნებიან. მე გავდივარ კონსულტაციას უცხოეთში რომ არ გავითვალისწინო, როგორც ადგილობრივი ადვოკატები მეუბნებიან საქართველოს რეალობა და ახლა გავითვალისწინებ უცხოურ რეალობას, თუ არის რაიმე შველა, როცა ხელი აღმართულია, ძალა აღმართული, ბანდისმიერი კრიმინალური ძალა, თავისუფალი მედიის, თავისუფალი ტელევიზიის და ბიზნესის წინააღმდეგ , წყაროს წინააღმდეგ რომელიც მას ასაზრდოებს“, - განაცხადა ოქუაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე