ქალი, რომელიც მტკვარში გადახტა, მაშველებმა გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 14:44 | 07.09.2018
ნანახია: 1001

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მაშველებმა 73 წლის ქალი გადაარჩინეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ​ქალი მდინარე მტკვარში გადახტა, თუმცა, მაშველებმა მისი წყლიდან დროულად ამოყვანა მოახერხეს.

ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე