ფლორენციაში ქუჩაში ჭამა 500 ევრომდე დაჯარიმდება

საქართველო, თბილისი - 14:38 | 07.09.2018
ნანახია: 785

ამიერიდან ფლორენციაში ჩასულ ტურისტებს მთავარ ქუჩებში წახემსებისთვის ჯარიმა ემუქრება. ხელისუფლებამ შემოიღო ახალი კანონი, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილში გარეთ 12-დან 15 საათამდე და 18-დან 22 საათამდე ჭამას კრძალავს.

ის ვინც კანონს დაარვევს, 150-დან 500 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევს. აღნიშნული აკრძალვა მხოლოდ ქალაქის ცნობილ და ტურისტებისთვის პოპულარულ ქუჩებში იმოქმედებს.

აკრძალვა უკავშირდება იმას, რომ ტურისტები, რომლებიც ფლორენციას სტუმრობენ, ხელს უშლიან გამვლელების მოძრაობას, ასევე ადგილობრივ მცხოვრებელბს უკეტავენ სახლებში შესასვლელს, რადგამ ისინი ხშირად ამ ადგილებში იკრიბებიან, საკვებს მიირთმევენ.

იმ ქუჩებში კი, სადაც ხალხი ნაკლებად მოძრაობს, დასვენება და წახემსება ნებადართული იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე