იტალიაში Starbucks-ის მსოფლიოში ულამაზესი კაფე გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 13:36 | 07.09.2018
ნანახია: 707

ამერიკულმა Starbucks-ის ქსელმა იტალიაში თავისი პირველი კაფე გახსნა.

კაფე მილანის ცენტრში პიაცა კორდუზიოს მოედანზე  გაიხსნა. ის 2,3 ათას კვადრატული მეტრის ფართობზეა განთავსებული.

კომპანიის წარმომადგენლებმა მილანის Starbucks-ს მსოფლიოში ულამაზესი უწოდეს. „ჩვენ გვსურს ადამიანებს ვაჩუქოთ პირველი კლასის გამოცდილება, იმისგან განსხვავებული, რასაც ისინი იტალიაში მიჩვეულნი არიან. საუბარია ყავის სხვადასხვა ტექნოლოგიით მომზადებაზე, სივრცეზე, სადაც შესაძლებელია დიდხანს დარჩენა, დასვენება, და ყავით ტკბობა“, - განაცხადა Starbucks-ის მთავარმა დიზაინერმა ლიზ მიულერმა.

Starbucks -ი მსოფლიოშიო ყავის კაფეების უმსხვილესი ქსელია, ის 1971 წელს აშშ-ში დაფუძნდა. საქართველოში Starbucks-ის პირველი კაფე ოქტომბერში გაიხსნება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე