სასულიერო პირები შსს-ს განცხადებას მარიხუანას მოხმარების მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევასთან დაკავშირებით, „დანაშაულის შეფუთვად“ აფასებენ

საქართველო, თბილისი - 13:18 | 07.09.2018
ნანახია: 730

სასულიერო პირები მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ და შსს-ს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა, „დანაშაულის შეფუთვად“ აფასებენ.

„შსს-ს ეს განცხადება არის შეფუთვა დანაშაულის, ასე, რომ მე ამ პოლემიკაში შემოსვლას არ ვაპირებ... საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რომელმაც მოახდინა ლეგალიზაცია ნარკოტიკული საშუალების, არის სახელმწიფოებრივი დონის დანაშაული. დანაშაული სახელმწიფოს და ჩვენი მოსახლეობის მიმართ,“ - განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.

„არაერთი შემთხვევაა, რომ ერთადერთხელ მოხმარებაც კი იწვევს ადამიანის როგორც ფსიქიკურად, ასევე ფიზიკურად რთულ, ავადმყოფურ მდგომარეობაში გადასვლას,“ - ამბობს მამა დავით ლასურაშვილმა.

შსს-მ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით სამართლებრივი ჩარჩოს განსაზღვრის აუცილებლობასთან დაკავშირებით განცხადება ორი დღის წინ გაავრცელა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე