თბილისის მერიის ინფორმაციით, ყიფიანის ქუჩაზე კლდე არ ჩამონგრეულა

საქართველო, თბილისი - 12:53 | 07.09.2018
ნანახია: 693

თბილისის მერიის ინფორმაციით, გუშინ, გვიან ღამით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში და რაიონულ გამგეობაში მოსახლეობისგან შევიდა შეტყობინება ყიფიანის ქუჩაზე კედლის ჩამოშლასთან დაკავშირებით. 

როგორც განცხადებაში მერია აღნიშნავს, ინფორმაცია ადგილზე ოპერატიულად გადამოწმდა და დადგინდა, რომ ასეთი ფაქტი არ მომხდარა.

"ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა სამი თვის განმავლობაში შეჩერებული იყო, ვიდრე ხელახალი გეოლოგიური დასკვნები შემუშავდებოდა. ახალი დასკვნის საფუძველზე, ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ, ადგილზე მიმდინარეობს კლდის გამაგრებითი სამუშაოები.

თბილისის მერიის ინიციატივით, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად დაიგეგმა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა, ახალი გეოლოგიური დასკვნების მიხედვით განსახორციელებელი სამუშაოების გაცნობის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე